უსათაურო (4)

მაღვიძარამ ზარი დილის 8საათზე დარეკა,გოგონა ბურტყუნით წამოდგა,შხაპი მიიღო,თმა გაიშრო,თავისი საყვარელი მაიკა შავი შარვალი და წითელი კედები ჩაიცვა,ჩანთა აიღო და სახლიდან გავიდა.არ უმეცადინია დღესაც გაცდენას აპირებდა.მაგრამ კლასელმა დაურეკა მოდი დირექტორი გიბარებსოამიტომ სკოლაში წავიდა.

დირექტორმა ტვინი გამოუჭედა,სკოლიდან გაგდებით დაემუქრა და უკან გამოისტუმრა,მაგრამ ის არც უსმენდა ერთი სული ქონდა დირექტორს ოთახიდან გასვლის ნება დაერთო.

სკოლის კორიდორი ცარიელი იყო,გოგონამ კარადის გამოღება დააპირა,მაგრამ მიხვდა,რომ “ტვინის სარეცხში” ,როგორც ის სკოლას ეძახდა,ვეღარ გაძლებდა,ამიტომ ექმითან თავის ტკივილი მოიმიზეზა და სკოლიდან თავი გამოაშვებინა.

 თავს მართლა ცუდად გრძნობდა,ამიტომ სახლში დაბრუნდა,ისევ დაწვა და დაიძინა.5საათი ხდებოდა ტელეფონის ზარმა რომ გააღვიძა,ვიკი იყო

-არ გამომივლი?

-არა,მემგონი სიცხე მაქვს

-ხვალ არ წამოხვალ?

-თუ დღეს არ გამიარა,ვერა..

-კარგი მოვალ და წამლებს მოგიტან..

-კარგი გელოდები.გოგონამ ტელეფონი გათიშა.

15წთ-იც არ იყო გასული რომ ოთახში ვიკი შემოვიდა

-რა დაგემართა?

-გავცივდი

-ხვალ ქასთინგია!

-ვიცი,მთლიანად დავამუღამე,მაგრამ თუ არ გამიარა სახლში დარჩენა მომიწევს.

-ღადაობ?უშენოდ არც მე არ მინდა!.. წამლები მოგიტანე,ეს სიცხისაა,1 ტაბლეტი ახლა დალიე ერთი ძილის წინ.იცოდე არ დამაღალატო.

გოგონამ აბი გადაყლაპა, -ვეცდები

-რაო დირექტორმა?

-შენ საიდან იცი/

-ჩიტმა ამბავი მომიტანა

-გაგდებით დამემუქრა,მეტი არაფერი გამიგია

-კვირაში ერთი დღე მაინც რომ მიხვიდე ცუდს არ იზამდი..

-კარგი.

 

უსათაურო (3)

-სკოლაში რა ხდებოდა?

-არაფერი!გავაცდინე..

-რატომ? ,ვიკის ხმაში სიბრაზე შეეპარა.

-დღეს ჩემი დაბადების დღეა,ერთი დღით დავისვენე.

-სემესტრის ბოლოს გამოცდები გაქვს დაგავიწყდა?

-მკიდია.

-კარგი,როგორც გინდა,ეს გამომართვი,მე გავაკეთე სპეციალურად შენთვის,იმედია მოგეწონება..

გოგონამ ყუთი გამოართვა,ყელსაბამი იყო მოხატული მედიატორით

-მადლობა! წამოიძახა გახარებულმა და ვიკის ჩაეხუტა.

 

უსათაურო (2)

ეკლესიაში საშუალო სიმაღლის,შავებში ჩაცმული 14-15 წლის გოგონა შემოვიდა,ყელზე დიდი ჯვრითა და ჩახატული თვალებით,ყველა გაკვირვებული უყურებდა,ის კი ყურადღებას არავის აქცევდა,თავისთვის კუთხეში იდგა და ლოცულობდა.რამოდენიმე წუთიც არ იყო გასული,რომ გოგონა ძირს უსულოდ დაეცა,ხალხი კი რას აღარ გაიძახოდა:

–ეშმაკისეული!

-ღმერთმა დასაჯა!

-ღირსია!

მხოლოდ ერთი ადამიანი გაიქცა მისი მიმართულებით,გოგონა ხელში აიყვანა და ეზოში,ჭადრის ხესთან სკამზე დასვა.ხალხი კვლავ თვალს ადევნებდა.ცოტა ხანში გოგონა გონს მოვიდა,როცა გამოერკვია თუ რა მოხდა და ხალხის ასეთ ზიზღნარევ მზერას მოჰკრა თვალი,ცრემლები წამოუვიდა,ფეხზე წამოდგა და ეკლესიიდან უკანმოუხედავად გაიქცა…

უსათაურო.. (1)

ადამიანები მაშინ წყვეტენ საწოლის ქვეშ შიშით ყურებას,როცა აცნობიერებენ რომ მონსტრები თვითონ არიან,მაგრამ იქნებ სულაც არაა ასე?იქნებ მართლაც ასებობენ მონსტრები და მოჩვენებები?მაგრამ,როგორც არ უნდა იყოს ყველაზე საშიში არსებები დედამიწაზე ჩვენ ვართ.. 

psychopathic (შესავალი)

ელისი თინეიჯერობისას ჩხუბისთავი და დაუმორჩილებელი იყო,რა არ იღონა დედამისმა,რომ გოგონასთვიდ ნორმალური სახე დაებრუნებინა,მაგრამ ამაოდ,ელისი ნაპოვნი იყო,ახლად დაქვრივებულმა სოფიამ სახლის წინ კალათაში იპოვა და მას შემდეგ დიდი სიყვარულით ზრდიდა,ყოველშემთხვევაში მას ასე ეგონა,მაგრამ პატარა გოგონას თავში რა აზრები უტრიალებდა არავინ იცოდა.განსხვავებულად აზროვნებდა და ეს დედამისს არ მოსწონდა,ბავშვობიდანვე დამოუკიდებლობას შეჩვეულს აკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების დაცვა ყოველთვის შეეძლო.ყოველთვის სწყინდა როცა მისი საყვარელი ადამიანი,რომლის გამოც თავის გაწირვაც შეეძლო,ბრბოს უჭერდა მხარს და არა თავის შვილს, ელისს ეკლესიაზეც აუცრუვდა გული მას შემდეგ რაც თავისი თვალით ნახა იქ გაბატონებული უსამართლობა და ფულზე გაცვლილი რწმენა.თანაკლასელებთანაც გაუჭირდა ურთიერთობა,მისი საუკეთესო მეგობარი ახლა როკ-მუსიკა გახდა,უსმენდა დღე და ღამე,სკოლაში წასვლამდე,მეცადინეობისას..რადგან ყველამ ზურგი აქცია იმის გამო რომ ხალხის მასის აზრს არ იზიარებდა,იმის გამო რომ განსხვავებულად აზროვნებდა მის გულში სიბრაზის ნაპერწკალი გაჩნდა,რაც საბოლოოდ სიძულვილში გადაიზარდა,ძულდა ყველა ვინც მას შეცლას სთხოვდა,მათ შორის მისი გამზრდელი დედაც,ამის გამო გაუუცხოვდა,რაც სულიერად ანადგურებდა,მისთვის სიცოცხლემ აზრი დაკარგა,გარშემო მხოლოდ სანთლები იყვნენ მას კი ნათურა ესაჭიროებოდა,ცოტა ხანში სულ შემთხვევით თავი მის მსგავს ბავშვებთან იპოვა.ცხოვრებას აზრი დაუბრუნდა,მის სახეს კი დედის ნანატრი ღიმილი,მაგრამ სეირის მოყვარულებს რა გამოლევდა,მეზობლის თქმით გოგონას თურმე არც ისე სახარბიელო ხბავშვებთან ქონია საქმე,ეს ყყველაფერი მისი მეორე FB ექაუნთის გაქექვით დაასკვნა და სოფიას ანახა,ელისმა სცადა დედამისისთვის თავისი განცდებისა და გრძნობების ახსნა,მაგრამმ ამაოდ.დედა-შვილს შორის ისევ უფსკრული გაჩნდა,ელისი სატანისტად შერაცხეს და დედამისი იძულებული გახდა სახლში გამოეკეტა.ამ ყველაფერმა გოგონას სამუდამო დაღი დაასვნა,სიძულვილი გაუორმაგდა, თვითმკვლელობა რამოდენიმეჯერ სცადა მაგრამ სიკვდილს გადაურჩა,გადაურჩა რადგან ჰყავდა ადამიანი ვის გამოც მისთვის ცხოვრება ღირდა ის ნიკი იყო,თუმცა ეს გრძნობა ცალმხრივი გახლდათ ელისს უიმისოდ მაინც არ შეეძლო,თვეობით დეპრესიაში მყოფს ჩაკეტილსა და მარტოსულს გვერდით არავინ ჰყავდა,მაგრამ თავისი სამსახიობო ნიჭის დამსახურებით ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა.ნიკისთან ისე დაახლოვდა ,მაგრად ამავდროულად ისე შორს იყო..ტანჯვა მალევე დასრულდა როცა ელისი სახლიდან დედამისთან კამათის შემდეგ გაიპარა,მეგობრებმა უან დააბრუნეს და ნიკის ძმაკაცის დამსახურებით ერთ თვეში გოგონა იმ  ადამიანი გვერდზე აღმოჩნდა ვინც თავის თავზე მეტადაც კი უყვარდა,ნიკის დახმარებით შავ-თეთრმა სამყარომ ისევ გაფერადება დაიწყო.მეთვრამეტე დაბადების დღეზე ელისს დედა გარდაეცვალა მაგრამ არანაირი რეაქცია არ ჰქონია დედამისი ხომ დიდი ხნის წინ მოკვდა მისთვის..

წლები გავიდა,ნიკმა და ელისმა ოჯახი შექმნეს,მაგრამ ცოლ-ქმარი დიდი ხნის განმავლობაში უშვილო იყო,რა არ იღონეს,ვისთან არ იყვნენ,ექიმებთან ,მკითხავებთან,მკურნალებთან სამწუხაროდ უშედეგოდ.ბოლოს ურჩიეს ეკლესიაში ევლოთ და ღმერთისთვის ელოცათ,ელისი უარზე იდგა,მაგრამ ნიკმა გადაწყვიტა ესეც ეცადა,სასწაულიც მალევე მოხდა,ქორწინების მეხუთე წელს ელისი ტყუპ გოგოებზე დაფეხმძიმდა,მშობიარობისას უფროსი გოგონა მკვდარი დაიბადა,მშობლებმა ძალიან განიცადეს მაგრამ ახლა მათ ემილი ჰყავდათ,ულამაზესი პაწაწინა გოგონა მწვანე თვალებითა და ქერა თმით,ნიკმა გადაწყვიტა ღმერთისთვის მადლობა გადაეხადა ,ელისი კი ამას სასწაულად არ მიიჩნევდა,ქმრის მიერ მშობლების დანატოვარი სახლის გაყიდვასა და თანხის ნახევრის ეკლესიისთვის შეწირვასაც უარყოფითად შეხვდა,მაგრამ ნიკი ისეთი უყვარდა როგორიც იყო და მის შეცვლას არ ცდილობდა,მან ხომ იცოდა,როგორი გრძნობა იყო,როცა საყვარელი ადამიანი მის შეცვლას სცდილობდა,იმის მაგივრად რომ გვერდში ამოდგოოდა,ამიტომ გადაწყვიტა შეცდომა არ დაეშვა და ურთიერთობაში  ბზარის გაჩენისაგან თავი შეიკავა.

თანხის ნახევრით ლონდონის გარეუბანში შედარებით მოკრძალებული,ორსართულიანი სახლი იყიდეს,ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გოთიკური სტილით ნაშენები ძველი ეკლესია იდგა,რომელიც წლებია აღარ ფუნქციონირებდა,მას შემდეგ რაც სულიერად ავადმყოფმა მოხუცმა კაცმა არ გადაწვა წირვის დროს,ვერავინ გადარჩა ცოცხალი,ერთი ქალის გარდა,რომელიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდა..

უახლოესი სახლი ორმოცდაათ მეტრში იდგა,სადაც მრავალშვილიანი ოჯახი ცხოვრობდა,გადასვლიდან მეორე დღეს ოჯახი მეზობლებს ესტუმრა,შინ შეიპატიჟეს დასხდნენ,ერთმანეთი გაიცნეს.ოჯახი თურმე წლებია აქ ცხოვრობდა,ჯონი ძალიან თბილი იყო,როგორც სხვების ასევე ცოლ-შვილის მიმართაც,რასაც ქეითზე ვერ იტყოდით,მას უცხო ხალხთან საერთო ენის გამონახვა ძალიან უჭირდა,ბავშვობაში გადატანილი ტრამვის გამო.ქალს ჰალუცინაციები და კოშმარები სტანავდა,მაგრამ იმის მერე რაც პირველი ბავშვი გაუჩნდა,ცდილობდა შიში აღარ გამოეხატა და ამას ნაწილობრივ ახერხებდა კიდეც,რამაც რწმენადაკარგულ ქმარს იმედი დაუბრუნა,მაგრამ ბედნიერება მალევე იქცა ტანჯვად,კოშმარების მსხვერპლი ახლა პატარ ლიზა გახდა,გოგონას მოხუცი ქალი ესიზმრებოდა რომელიც ეკლესიაში გაურკვეველ სიტყვებს ბუტბუტებდა,ცოტა ხანში კი სიზმარი კოშმარად იქცა..ტაძარი იწვოდა და ალი ნელ-ნელა ეზოში მდგომ ბავშვს უახლოვდებოდა,ლიზა გაოფლიანებული კივილით იღვიძებდა და ისტერიკები ეწყებოდა,მშობლებმა მოსვენება სულ დაკარგეს,ქეითი ცრუმორწმუნე იყო ამიტომ მეორე დღესვე მისანთან წავიდა და ყველაფერი უამბო,მან კი უთხრა რომ ქეითი დაწყევლილი იყო და მისი წყევლა შთამომავლობას გადაეცემოდა,შეშინებულმა დედამ ქალს ჩხუბი დაუწყო და ფულის გადახდის გარეშე გაეცალა იქაურობას,მაგრამ იმ დღეს ყველაფერი შეიცვალა.მამას გოგონა მძვდელთან წაუყვანია,რომელმაც ლიზა მონათლა და მისი ოთახი აკურთხა,იმ დღეს ყველაფერი დამთავრდა.მას შემდეგ ცოლ-ქმარს კიდევ ოთხი შვილი ეყოლათ ,ლიზას აღარაფერი ახსოვდა,ამიტომ ქეითმა და ჯონმა გადაწვიტეს ბავშვისთვის არაფერი ეთქვათ..ლიზას შემდეგ ლუსი დაიბადა ლურჯთვალება გოგონა,შავი თმით,დედას გავდა.მესამე ჯიმი იყო,სამწუხაროდ ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი ქონდა,როცა ეს ქეითმა შეიტყო მაშინვე მკითხავი გაახსენდა,მაგრამ ქმრის დახმარებით ამ ტკივილთანაც შეძლო გამკლავება.ბლექების ნაბოლარა შვილი მიკი ემილიზე ერთი დღით ადრე 5ივნისს დაიბადა.პატარებმა ერთმანეთს კარგად გაუგეს,ისევე როგორც მშობლებმა.მას შემდეგ 12 წელი გავიდა,ბავშვები გაიზარდნენ.ლიზა საზღვარგარეთ გაემგზავრა სასწავლებლად.ლუსი კოლეჯში მოეწყო..

psychopathic (პროლოგი)

                                                      

უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს დავა იმაზე არსებობენ თუ არა მოჩვენებები,რამდენიც არ უნდა ამტკიცონ მეცნიერებმა რომ ისი ადამიანის წარმოსახვის ნაწილნი არიან,შეუძლებელია ორი ადამიანი ერი და იგივე მოჩვენებას ხედავდეს.

მაგალითად,ქალაქი ლონდონი სტუმართა მეოთხედს ქუჩებში მოსეირნე მოჩვენებებით იზიდავს,ამბობენ,რომ ის ორ ამყაროს შორის ასტრალურ გასაყარზე მდებარეობს,რა გამოლევს ადრენალინ-დამოკიდებულ ადამიანებს,რომლებიც ნებისმიერ რისკზე წავლენ ,ოღონდ ეს სისხლის გამყინავი გრძნობა დაეუფლოთ…

მეცნიერება ესაა ადამიანის სისუსტის გამოხატულება დაიჯეროს მხოლოდ ის რასაც ხედავს და რისი არსებობის დასაბუთებაც ფაქტებით შეუძლია,მეცნიერებასა და რელიგიას შორის ყოველთვის უთანხმოებაა,ორივე ურთიერთგამომრიცხავი მცნებებია..რაც არ უნდა სამწუხარო იყოს მე მეცნიერების მჯერა,მაგრამ მოჩვენებების არსებობის მწამს,მწამს მას შემდეგ რაც ისინი ჩემი თვალით ვიხილე და საკუთარ თავზე გამოცადე ის რაზეც მანამდე სხვას დავცინოდი.

ცოტა ხანში იდეა მომივიდა დამეწერა მოთხრობა,რომელშიც ჩემს გრძნობებსა და განცდეს სხვადასხვა პერსონაჯზე გავანაწილებდი და ასეც მოხდა,მოთხრობას ყოველდღე თითო ფურცელი ემატება.

გაკრიტიკება და შენიშვნები თქვენთვის მომინდვია..